ფეხბურთი

19:34 | 1.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი ვარანს დაასვენებს

მადრიდის “რეალის” ახალგაზრდა ცენტრალური მცველი რაფაელ ვარანი ესპანეთის ჩემპიონატის მომდევნო ტურში ვერ ითამაშებს. ამის მიზეზი ისაა, რომ კარლო ანჩელოტი ფრანგ უკანახაზელს დასვენების საშუალებას აძლევს.

ტრავმის მორჩენის შემდეგ, გასულ თვეში, რაფაელ ვარანმა 5 თამაში ჩაატარა. ესპანური პრესის ცნობით, კარლო ანჩელოტის მიაჩნია, რომ 20 წლის ფეხბურთელის ზედმეტად გადატვირთვა სარისკოა და იტალიელი მას შემდგე მატჩში დაასვენებს.

ლა ლიგის მომდევნო ტურში, “რეალი” “რაიოს” დაუპირისპირდება. თამაში შაბათს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115256