ფეხბურთი

10:43 | 23.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: “ლიგის ფინალში მარცხს, სუპერთასზე წაგება მერჩივნა”

 

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი, ესპანეთის სუპერთასზე “ატლეტიკოსთან” წაგებული (0:1) მატჩის შემდგომ, ჟურნალისტებთან წარსდგა და მატჩის შესახებ ისაუბრა.


“დი მარიას არ ყოფნა ტექნიკური გადაწყვეტილება იყო. ამ მატჩისთვის ჩვენ დი მარია არ გვჭირდებოდა.
სიტუაციაზე კონტროლი დავკარგეთ. საჭირო იყო, რომ მეორე ნახევარშიც ისე გვეთამაშა. და დაგვეწესებინა ბურთზე კონტროლი, როგორც ეს პირველ ტაიმში გავაკეთეთ. ჩვენ ეს ვერ შევძელით. რის გამოც, მეტოქე ბევრ მომენტს გვიქმნიდა.

არ გვითქვამს, რომ ამ სეზონში ვაპირებდით ექვსივე ტიტულის მოგებას. თუმცა, ვეცდებით რომ, რაც შეიძლება მეტი ჯილდო მოვიგოთ. “რეალმა” ეს შეხვედრა ცუდად ითამაშა, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხს, სუპერთასზე წაგება მერჩივნა”. – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა მატჩის შემდგომ ინტერვიუში. 
 
ირაკლი ალიმბარაშვილი

0.112758