ფეხბურთი

19:17 | 15.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ალბამ ვარჯიში განაახლა

“ბარსელონას” მარცხენა მცველმა, ხორდი ალბამ, 10 ოქტომბრის შემდეგ პირველად ივარჯიშა.

იმ დროს, როდესაც “ბარსას” თითქმის მთელი გუნდი სანაკრებო შეხვედრებისთვის ემზადებოდა, კატალონიელთა საწვრთნელ ბაზაზე რამდენიმე ფეხბურთელი ვარჯიშობდა. მათ შორის იყო ხორდი ალბა, რომელმაც 10 ოქტომბრის შემდეგ პირველად ივარჯიშა. ალბა 14 სექტემბრის შემდეგ უთამაშებია. პირველი ტრავმის მორჩენის შემდეგ, მან ახალი დაზიანება პირველივე ვარჯიშზე მიიღო.

ალბასთან ერთად ვარჯიშობდა ხერარდ პიკე, ხოლო სესკ ფაბრეგასი და ჩავი ერნანდესი მცირე ტრავმრებს ინდივიდუალური პროგრამით მკურნალობდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111237