ფეხბურთი

19:26 | 29.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ალბა: “სულ ერთია ვინ მოიგებს “ოქროს ბურთს”

კატალონიის “ბარსელონას” მარცხენა მცველი ხორდი ალბა მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, თუ ვინ მოიგებს “ოქროს ბურთს”, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მაინც ლიონელ მესი იქნება.

“არ ვიცი, ვინ მოიგებს “ოქროს ბურთს”. ჩემთვის სულ ერთია. ლიონელ მესი კვლავ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.

მესი, ამ ეტაპზე, ტრავმის მორჩენაზეა კონცენტრირებული. ის “ბარსელონაში” ბედნიერია.” – ციტირებს ალბას სიტყვებს Goal-ი.

ლიონელ მესი ერთ-ერთია იმ სამ ფეხბურთელს შორის, რომლებიც “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლას განაგრძობენ, თუმცა, არგენტინელს, კრიშტიანუ რონალდუსთან და ფრანკ რიბერისთან შედარებით, ჯილდოს მოგების ნაკლები შანსი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112875