ფეხბურთი

20:18 | 11.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ალბა კიდევ 6 კვირას გამოტოვებს

კატალონიის “ბარსელონას” მარცხენა მცველი ხორდი ალბა კვლავ ტრავმირებულია და ის ფეხბურთის თამაშს უახლოესი 6 კვირის განმავლობაში ვერ მოახერხებს.

ალბა 14 სექტემბრის შემდეგ უთამაშებელია. ერთი თვის წინათ, მან მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთი დაიზიანა. ვარჯიშს დაბრუნებულმა ფეხბურთელმა იგივე ტრავმა უკვე მარცხენა ფეხზე მიიღო და კლუბის ექიმების ცნობით, 6 კვირით უქმობა გამოიწერა.

ახალი ტრავმის გამო, ალბა ლა ლიგაში “ოსასუნასთან”, “რეალთან”, “სელტასთან”, “ესპანიოლთან” და “ბეტისთან”, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე “მილანთან” ორივე თამაშს გამოტოვებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112846