ფეხბურთი

20:32 | 1.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჰალმა” აბელ ერნანდესი გაიფორმა

 

24 წლის ურუგვაელმა შემტევმა, აბელ ერნანდესმა იტალიური “პალერმო” ინგლისურ “ჰალ სიტიში” გაცვალა.

“ჰალის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, აბელ ერნანდესის ტრანსფერი კლუბის ისტორიაში რეკორდულია, თუმცა ფეხბურთელის ზუსტი ღირებულება არ ხმაურდება. არაოფიციალური ინფორმაციით, ინგლისელებმა “პალერმოს” 12 მილიონი ევრო გადაუხადეს. თავად ფეხბურთელმა კი კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

აბელ ერნანდესი “პალერმოში” 2009 წლიდან თამაშობდა. იტალიის ჩემპიონატში მან 111 თამაში ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115671