ქართველი ლეგიონერები

23:33 | 11.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონერების წარმატებული საღამო

საბერძნეთის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო გიორგი მერებაშვილისა და გიორგი ლორიას “ოფიმ.”კრეტელებმა საკუთარ მოედანზე 3:2 დაამარცხეს “კერკირა.” ქართველი ფეხბურთელები სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდნენ. ლორიამ სრულად ითამაშა, ხოლო მერებაშვილმა მოედანი 65-ე წუთზე დატოვა.

გამარჯვებულთაგან სამივე გოლი პორტუგალიელი კარლოს მილაზესის ანგარიშზეა. 17 ტურის შემდეგ “ოფი” 20 ქულით მე-13 ადგილზე იმყოფება და გასავარდნ ზონას 5 ქულით უსწრებს.

კვიპროსის ჩემპიონატის მე-16 ტურში “ანორთოსისმა” გასვლით შეხვედრაში 5:1 დაამარცხა “აია ნაპა.” გიორგი აბურჯანია გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა და მოედანი 59-ე წუთზე დატოვა. ქართველი ფეხბურთელი საბერძნეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა გრიგორიოს მაკოსმა შეცვალა. რაც შეეხება ირაკლი მაისურაძეს, მან სრულად ჩაატარა მატჩი.

16 ტურის შემდეგ “ანორთოსისი” 25 ქულით მე-6 ადგილზეა.

პორტუგალიის ჩემპიონატში “ჟილ ვისენტემ” საშინაო არენაზე 2:1 დაამარცხა “პენაფიელი.” ავთანდილ ებრალიძე ტრავმის გამო გამარჯვებულთა განაცხადში არ იმყოფებოდა, მისი გუნდი კი 16 ტურის შემდეგ 9 ქულით ბოლო ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.150893