ფეხბურთი

22:18 | 10.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

კვიპროსში ქართველების გუნდებმა მოიგეს

კვიპროსის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. მე-16 ტურში უჩა ლობჟანიძის “ომონიამ” საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა “ეთნიკოს ახნა.” ქართველი მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

მასპინძლებმა ანგარიში მე-11 წუთზე გახსნეს, პორტუგალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ნუნო ასისმა დააწინაურა “ომონია.” ანგარიში ორამდე მატჩის მიწურულს გაიზარდა, 89-ე წუთზე მალტელმა ანდრე სქემბრიმ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

https://www.youtube.com/watch?v=jpHEE5BP180&feature=youtu.be

შოთა გრიგალაშვილის ახალი გუნდი “ნეა სალამისი” ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე სუსტ გუნდ “დოქსას” ეთამაშა. ქართველი ფეხბურთელი მოედანზე არ გამოჩენილა, მისმა გუნდმა კი მინიმალური ანგარიშით მოიგო. ერთადერთი გოლი პორტუგალიელი ხოსე ენრიკეს ანგარიშზეა, ცენტრფორვარდმა 35-ე წუთზე გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112713