ფეხბურთი

16:36 | 9.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” და “ჩელსი” ვარანით დაინტერესდნენ

ინგლისის პრემიერლიგის ლიდერები “მანჩესტერ იუნაიტედი” და ლონდონის “ჩელსი” საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ცენტრალური მცველის, რაფაელ ვარანის შეძენით დაინტერესდნენ.

21 წლის ფეხბურთელი კარლო ანჩელოტის გუნდში სასტარტო შემადგენლობის მოთამაშედ არ ითვლება და ამის გათვალისწინებით, მისი ტრანსფერით კლუბიც და ვარანიც დაინტერესებულნი უნდა იყვნენ.

ESPN-ის ცნობით, ინგლისური კლუბები ამ სიტუაციის გამოყენებას ეცდებიან, თუმცა, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდამდე გარიგება არცერთ შემთხვევაში არ მოხდება.

ვარაუდობენ, რომ ფრანგისთვის ბრძოლაში გარკვეული უპირატესობა ლონდონელებს ექნებათ, რადგან მათი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ამ ფეხბურთელთან ადრე უკვე მუშაობდა “სანტიაგო ბერნაბეუზე”. ვარანს პორტუგალიელი სპეციალისტი ჯონ ტერის შესაძლო შემცვლელად განიხილავს, რომელიც უკვე 34 წლისაა.

რაფაელმა პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მას “რეალთან” მოქმედი კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118872