ფეხბურთი

13:16 | 9.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩავიმ შესაძლოა “ატლეტიკოს” წინააღმდეგ ვერ ითამაშოს

კატალონიური “ბარსელონას” ვეტერან ჩავი ერნანდესს ესპანეთის თასზე “ელჩეს” წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, მაგრამ წვივის უკანა კუნთმა შეაწუხა და განაცხადიდან უკანასკნელ მომენტში ამოწერეს.

Inside Spanish Football-ის ინფორმაციით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ეს პრობლემა 34 წლის ფეხბურთელს ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-18 ტურში თამაშის საშუალებას არ მისცემს.

მიუხედავად ამისა, ტრავმის სიმძიმესა და აღდგენის ვადებთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 მატჩში ჩავიმ 1 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

მე-18 ტურში “ბარსელონა” 11 იანვარს მადრიდის “ატლეტიკოს” მასპინძლობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113633