ფეხბურთი

12:09 | 9.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

რუნი – ინგლისის ნაკრების 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელი

ინგლისის ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებმა 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელად “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი უეინ რუნი დაასახელეს. გამოკითხული მხარდამჭერების 27%-მა მხარი რუნის დაუჭირა. მეორე ადგილზე ლონდონის “არსენალის” შემტევი დანი უელბეკი (11%) გავიდა, ხოლო მესამეზე – რაჰიმ სტერლინგი (7%, “ლივერპული”).

2014 წელს უეინ რუნიმ ინგლისის ეროვნულ ნაკრებში მე-100 საიუბილეო მატჩი ჩაატარა. სულ წლის განმავლობაში “სამი ლომის” მაისურით ჩატარებულ 13 შეხვედრაში “მანჩესტერის” ფორვარდმა 8 გოლი გაიტანა და სტივენ ჯერარდის სანაკრებო კარიერის დასრულების შემდეგ კაპიტნის სამკლაური მოირგო.

2014 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ინგლისელი ფეხბურთელი კი “ვესტ ბრომვიჩის” თავდამსხმელი 21 წლის საიდო ბერაჰინო გახდა. ის როი ჰოჯსონმა 2014 წელს ეროვნულ ნაკრებში კი გამოიძახა, თუმცა მოედანზე თავის გამოჩენის საშუალება არ მისცა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122287