ფეხბურთი

19:38 | 8.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნოიერი წლის საუკეთესო მეკარეა

ფიფასთან არსებული ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის, IFFHS-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით მსოფლიოს წლის საუკეთესო მეკარედ მანუელ ნოიერი დასახელდა. გამოკითხვა 28 წელს ითვლის და მასში მონაწილეობას მსოფლიოს 60 ქვეყნიდან ჟურნალისტები და სპორტული ექსპერტები იღებენ.

პირველ ადგილზე მანუელ ნოიერი 216 ქულით გავიდა. გერმანელს მკვეთრად ჩამორჩა ლონდონის “ჩელსის” მეკარე ტიბო კურტუა, ხოლო მესამე ადგილი კოსტარიკელმა კეილორ ნავასმა დაიკავა. გთავაზობთ ათეულს ქულებისა და შესაბამისი ადგილების მიხედვით.

  1. მანუელ ნოიერი – 216 ქულა
  2. ტიბო კურტუა – 96 ქულა
  3. კეილორ ნავასი – 46 ქულა
  4. ჯანლუიჯი ბუფონი – 26 ქულა
  5. კლაუდიო ბრავო -16 ქულა
  6. სერხიო რომერო – 14 ქულა
  7. გილერმო ოჩოა – 13 ქულა
  8. პეტერ ჩეხი – 4 ქულა

9 – 10 უგო ლორისი, ვინსენტ ენიამა - 2 ქულა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117847