ფეხბურთი

15:15 | 7.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ძალამიძე “იაგელონიას” შეუერთდა

ნიკა ძალამიძე არდადაგების შემდეგ თავის პოლონურ კლუბს, ბიალოსტოკის “იაგელონიას” შეურთდა და ჩემპიონატის მეორე ეტაპისთვის მზადებას შეუდგა.

ქართველი ნახევარმცველი გუნდში ერთი დღის დაგვიანებით დაბრუნდა. თუმცა, მწვრთნელი მიხაელ პრობიერცი გაფრთხილებული ჰყავდა და ამიტომ, არავითარი პრობლემა არ შექმნია.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ძალამიძე ტრავმებმა გააწამეს, მაგრამ მიმდინარე სეზონს 23 წლის ქართველი ჯანმრთელი შეხვდა და ექსტრაკლასას პირველ ეტაპზე 18 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

0.116064