ფეხბურთი

11:27 | 5.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

70 მილიონი რონალდუს “რეალისთვის” უარის სანაცვლოდ

მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ “სამეფო კლუბთან” ახალ კონტრაქტს სავარაუდოდ არ გააფორმებს. ევროპული სააგენტოების ინფორმაციით,, პორტუგალიელი ვარსკვლავი თავს შთამბეჭდავი ფინანსური დაპირების გამო შეიკავებს. ერთ-ერთი უმდიდრესი ევროპული კლუბი, რომლის სახელიც არსად კონკრეტდება, კრიშტიანუს “რეალთან” ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოქმედი კონტრაქტის დასრულებისთანავე (2015 წელს) 70 მილიონი დოლარის ოდენობის ბონუსს და მრავალმილიონიან კონტრაქტს ჰპირდება.

შეგახსენებთ, “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ახლახან საქვეყნოდ გამოაცხადა, რომ რონალდუს მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად ქცევა აქვს გადაწყვეტილი, მაგრამ შეიძლება ლიდერის შესანარჩუნებლად არც ეს ნაბიჯი აღმოჩნდეს საკმარისი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116656