ფეხბურთი

2:53 | 7.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ოლიმპიაკოსმა” მიჩელი გაათავისუფლა

ბერძნული “ოლიმპიაკოსის” მთავარი მწვრთნელი მიჩელი აღარაა. ამის შესახებ პირეოსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

51 წლის სპეციალისტის დათხოვნის მიზეზი კლუბის ხელმძღვანელობასთან უთანხმოება გახდა. ესპანელი მწვრთნელი “ოლიმპიაკოსს” სათავეში 2013 წლიდან ედგა და ბერძნული გრანდი ორჯერ გახადა საბერძნეთის ჩემპიონი, ხოლო ერთჯერ ქვეყნის თასი მოაგებინა.

საბერძნეთის სუპერლიგაში 16 ტურის შემდეგ “ოლიმპიაკოსი” 36 ქულით მე-2 ადგილზეა და ლიდერ “პაოკს” ქულით ჩამორჩება.

ჯერ-ჯერობით უცნობია თუ ვინ შეცვლის მიჩელს.

თეგებიმიჩელი
0.114474