ფეხბურთი

13:11 | 5.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

პეპე: “წაგებას არ ვიმსახურებდით”

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა უკანახაზელმა პეპემ კვირას 4 იანვარს “ვალენსიასთან” განცდილი მარცხის (1:2) შემდეგ, As-ის ჟურნალისტს განუცხადა, რომ მისი გუნდი წაგებას არ იმსახურებდა.
“ჩვენ არ გვაინტერესებს რეკორდები, კარგად ვითამაშეთ და ვფიქრობ, წაგებას არ ვიმსახურებდით, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმი არც თუ კარგად დავიწყეთ. საგოლე მომენტები მაინც გვქონდა. სამწუხაროდ, შინ უქულოდ დავბრუნდით. წააგებით ტრაგედია არ უნდა შეიქმნას, რადგან წინ ბევრი თამაში გველის და ჩემპიონობისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ” - განაცხადა პეპემ.
ესპანეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში “ვალენსიამ” მადრიდის “რეალს” უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრას მადრიდელები ყველა ტურნირზე 22-მატჩიანი მოგებათა სერიით შეხვდნენ და ყველა დროის რეკორდის დამხობასთან ძალიან ახლოს იყვნენ (აქამდე “რეალს” 23-მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125717