ფეხბურთი

12:28 | 5.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

გაბიადინიმ “ნაპოლიში” სამედიცინო შემოწმება გაიარა

იტალიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე გენუის “სამპდორიას” თავდამსხმელი მანოლო გაბიადინი კარიერას “ნაპოლიში” გააგრძელებს. 23 წლის ფეხბურთელმა ნეაპოლურ გუნდში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კონტრაქტსაც გააფორმებს. აღნიშნული ინფორმაცია “ნაპოლის” ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.

იტალიელი თავდამსხმელის სატრანსფერო უფლებებს ერთბაშად ორი კლუბი - ტურინის “იუვენტუსი” და “სამპდორია” ფლობენ. გავრცელებული ინფორმაციით, ნეაპოლელები “ბიანკონერს” 6 მილიონ ევროს, ხოლო გენუელებს 7 მილიონ ევროს გადაუხდიან.

მიმდინარე სეზონში 23 წლის ფეხბურთელმა “სამპდორიის” მაისურით 15 მატჩი ჩაატარა და თავი 9 გატანილი გოლით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111916