ფეხბურთი

11:45 | 3.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

დავით ჯიქია: “ახლა ევროპულ კლუბებზე არ ვფიქრობ, ჩემი მთავარი საზრუნავი “საბურთალოა”

თბილისის “დინამოს” ყოფილმა ფორვარდმა დავით ჯიქია, რომელსაც საქართველოს ფეხბურთელთა 17 და 19 წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია, კარიერას პირველი ლიგია “ა” ჯგუფის ლიდერ “საბურთალოში” გააგრძელებს. საბურთალოელთა პრესატაშემ კახა მგელაძემ “მსოფლიო სპორტს” აცნობა, რომ ახალგაზრდა თავდამსხმელმა, რომელიც 20 წლის 10 იანვარს გახდება, კლუბთან წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. “საბურთალოს” ვებგვერდითვის მიცემულ ინტერვიუში ჯიქიამ განაცხადა, რომ “დინამო” მეტი სათამაშო პრაქტიკის მისაღებად დატოვა.

დავით ჯიქია: “ვისარგებლებ შემთხვევით და პირველ ყოვლის ყველას მივულოცავ ახალ 2015 წელს. ბედნიერების, წარმატებების მომტანი წელი ყოფილიყოს. რაც შეეხება ჩემს პირველ შთაბეჭდილებებს “საბურთალოში” დადებითია. სხვანაირად ვერც წარმოვიდგენდი, რადგან მეგობრებისგან და ნაცნობებისგან გაგებული მქონდა, რომ “საბურთალო” მეგობრული კლუბია, ერთი დიდი ოჯახივითაა.

ასეთი ნაბიჯი იმიტომ გადავდგი, რომ “საბურთალო” საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და მას დიდი მომავალი აქვს. ამავდროულად, პერსპექტიული ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ამ კლუბის მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი, რომელიც საკმაოდ ამბიციური და კვალიფიციური სპეციალისტია, მომთხოვნი, თავის საქმის პროფესიონალი. მოხარული ვარ, რომ მეორე წრიდან ამ კლუბის მაისურს მოვირგებ და იმ იმედების გამართლებას ვეცდები, რომელიც ჩემს მიმართ აქვთ”.

- გუნდს როგორ შეეწყვეთ?

- ფეხბურთელებთან კონტაქტი არ გამჭირვებია, რადგან რამდენიმე მათგანთან ვმეგობრობ. ჩვენ ერთად მოვდივართ 17 და 19 წლამდელთა ნაკრებებიდან. ერთხელ ამ გუნდში რომ ივარჯიშებ, მიხვდები, რომ ფეხბურთელები, მწვრთნელები თუ სხვა ადამიანები, ერთმანეთის მიმართ დიდ პატივისცემას გამოხატავენ.

- “საბურთალოში” რამდენი ხნით დარჩებით?

- მოვილაპარაკეთ, რომ “საბურთალოში” წელიწადნახევრის განმავლობაში ვითამაშებ. ამის შემდეგ, უკვე მხარეები გადავწყვეტთ, დავრჩები თუ არა თბილისურ კლუბში. მადლობა “საბურთალოს” ხელმძღვანელობას, რომ ჩვენს შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა.

- ბოლოს თბილისის ”დინამოში” ირიცხებოდით, იმ კლუბში, რომელიც ნებისმიერი ქართველი ფეხბურთელისთვის საოცნებო კლუბია...

- ნამდვილად “დინამოში” თამაში ყველას ოცნება და სურვილია. თუმცა, მარტო სახელი ჩემთვის არაფრის მთქმელია. თუ თამაში არ მომიწია, არც “დინამოში” მინდა და არც კიდევ უფრო დიდ კლუბში. მთავარია, ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს. პროგრესი განაგრძოს და წინსვლა შეიმჩნეოდეს. სკამზე ჯდომით არა მგონი, როგორც ფეხბურთელი გაიზარდო.

ზემოთ, იმაზე ვისაუბრე, რაზეც “საბურთალო” ავირჩიე. ჩემთვის დამატებითი მოტივაციაა, რომ გუნდი პირველ ლიგაში წარმატებით ასპარეზობს და უმაღლესში გადასვლის მთავარი კანდიდატია. უძლიერესთა რიგებში მინდა ჩემი ძალა დავინახო თუ რას წარმოვადგენ და რა შემიძლია. თუმცა, უმაღლესამდე ჯერ გუნდს პირველ ლიგაში წარმატებული თამაშით უნდა დავეხმარო.

- რამდენიმე წლის წინ უცხოურ კლუბში მოწყობის საშუალება გქონდათ. გამოირიცხა გერმანული ვარიანტი?

- შეიძლება დაინტერესება იყო, მაგრამ საქმე სერიოზულად რომ ყოფილიყო, ალბათ უფრო ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმებოდა. ახლა ევროპულ კლუბებზე არ ვფიქრობ, ჩემი მთავარი საზრუნავი “საბურთალოა”. მინდა, რომ ამ გუნდთან ერთად ბევრ წარმატებას მივაღწიო.

ლაზიკა   3 - 1    სასკო

შემადგენლობა

მოვლენები

საბურთალო   2 - 0    ს.ტ.უ.

შემადგენლობა

მოვლენები

სამგურალი   1 - 0    მაჭახელა

შემადგენლობა

მოვლენები

ლოკომოტივი   8 - 0    ადელი ბათუმი

შემადგენლობა

მოვლენები

ჩხერიმელა   1 - 2    ჭიათურა

შემადგენლობა

მოვლენები

ბორჯომი   0 - 3    მეშახტე

შემადგენლობა

მოვლენები

ბეთლემი   0 - 1    მერცხალი

შემადგენლობა

მოვლენები

გაგრა   2 - 1    კოლხეთი ხობი

შემადგენლობა

მოვლენები

სქური   1 - 0    ზოოვეტი

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო II   0 - 3    საპოვნელა

შემადგენლობა

მოვლენები

სტატისტიკა
0.317931