ფეხბურთი

22:43 | 30.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

არაბულმა ქვეყნებმა ბენატია აღიარეს

მიუნხენის “ბაიერნის” ცენტრალური მცველი მაროკოელი მეჰდი ბენატია არაბული ქვეყნების წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

27 წლის ბენატიამ გასული სეზონი “რომაში” წარმატებით ჩაატარა, რის შემდეგაც მიუნხენს მიაშურა. “ბაიერნის” რიგებში მან 13 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

საფრანგეთში დაბადებული მაროკოული და ალჟირული ფესვების მქონე ფეხბურთელს წარმატებული წელი ინდივიდუალური ჯილდოს მოგებით დაუფასდა. ის არაბული ქვეყნების წარმომადგენელ ფეხბურთელთა შორის საუკეთესოდ დასახელდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129575