ფეხბურთი

23:15 | 27.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლე ავრს” სიმაოს დამატება სურს

საფრანგეთის ლიგა 2-ის ბინადარ “ლე ავრს” კიდევ ერთი ცნობილი მოთამაშის დამატება მოუნდა – იუწყება ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’equipe.

აღნიშნული წყაროს ცნობით, “ლე ავრის” ხელმძღვანელობა მოლაპარაკებებს პორტუგალიის ნაკრების ყოფილ ნახევარმცველთან, სიმაო საბროსასთან აწარმოებს, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია. ფრანგულ გამოცემას თუ ვენდობით, ტრანსფერის განხორციელების ალბათობა დიდია.

35 წლის შემტევი კარიერის განმავლობაში ისეთ გუნდებში გამოდიოდა, როგორებიც არიან: “ბარსელონა”, “ბენფიკა”, “ატლეტიკო” და “ბეშიქთაში”, ხოლო მისი ბოლო კლუბი კატალონიური “ესპანიოლი” იყო, საიდანაც სიმაო ზაფხულში წამოვიდა და მას შემდგომ უგუნდოდ იმყოფება. იგი პორტუგალიის ნაკრებში 1998-2010 წლებში თამაშობდა და 85 შეხვედრაში 22 გოლის გატანა მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ “ლე ავრმა” ცნობილი ბრაზილიელი ფორვარდი ადრიანო დაიმატა.

ამ დროისთვის, კლუბი ლიგა 2-ში 23 ქულით მე-11 პოზიციაზეა და უმაღლეს დივიზიონში გადამსვლელ მე-3 ადგილს 11 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111143