ფეხბურთი

12:55 | 24.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს მფლობელი: “2016 წელს 100 მილიონს სუპერვარსკვლავზე დავხარჯავთ”

პარიზული კლუბის მფლობელმა ნასერ ალ-ხელაიფმა განაცხადა, რომ მზადაა გუნდის გასაძლიერებლად 100 მილიონი დახარჯოს, მას შემდეგ რაც ზლატან იბრაჰიმოვიჩი გუნდს დატოვებს.

“ვფიქრობ, 2016 წელს იბრაჰიმოვიჩის წასვლის შემდეგ ახალ ვარსკვლავს დავიმატებთ. ჩვენ შეგვიძლია ერთი მოთამაშის ტრანსფერში 100 მილიონი ევრო გადავიხადოთ. ასევე შეგვიძლია რამდენიმე მოთამაშეს მაღალი ანაზღაურება მოვუხსნათ. ამ შემთხვევაში უკვე შეგვეძლება სხვა ფეხბურთელებიც ვიყიდოთ”- განაცხადა პსჟ-ს მფლობელმა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100854