ფეხბურთი

17:44 | 22.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

საბანაძე “ტორპედოში” ბრუნდება

თბილისის “დინამოს” ყოფილი თავდამსხმელი ნიკა საბანაძე კარიერას ქუთაისის “ტორპედოში” გააგრძელებს.

23 წლის თავდამსხმელი “დინამოში” მიმდინარე წლის ზაფხულში “ზესტაფონიდან” გადავიდა და თბილისელთა რიგებში ჩატარებულ 12 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

საბანაძისთვის “ტორპედო” უცხო ნამდვილად არაა, რადგან პროფესიონალური კარიერა ხსენებულ კლუბში დაიწყო. ის ქუთაისელთა რიგებში 2010-2013 წლებში გამოდიოდა და საქართველოს ჩემპიონატში ჩატარებულ 92 მატჩში 23 გოლი გაიტანა.

“ტორპედოში” საბანაძის ხილვა გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს გიორგი დარასელიას სურს.

არაა გამორიცხული “ტორპედოს” მეკარე ომარ მიგინეიშვილიც დაუბრუნდეს, რომელმაც ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრე “დინამოში” გაატარა.

0.113247