ფეხბურთი

13:43 | 19.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

პეტევს ბერბატოვის დაბრუნების იმედი აქვს

ბულგარეთის ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ივაილო პეტევი იმედოვნებს, რომ 33 წლის თავდამსხმელ დიმიტარ ბერბატოვს ქვეყნის პირველ გუნდში დაბრუნებაზე დაიყოლიებს.

პეტევი ბულგარელთა თავკაცად ახლახან დაინიშნა და საკუთარი გეგმები BBC Sport-ს გაანდო: “მასთან შეხვედრის და გასაუბრების დიდი სურვილი მაქვს. ვნახოთ რა გამოვა”.

ბერბატოვმა, რომელიც ამჟამად საფრანგეთის ლიგა 1-ის “მონაკოში” თამაშობს, სანაკრებო კარიერა 2010 წელს დაასრულა. მის ანგარიშზე ბულგარეთის ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 79 მატჩში 48 გოლია.

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის H ჯგუფში, ბულგარეთის ნაკრები ხორვატიის, იტალიისა და ნორვეგიის შემდეგ მეოთხე ადგილზეა.

0.131304