ფეხბურთი

12:27 | 17.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ძალამიძე წლის ბოლო ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

ბიალისტოკის “იაგიელონიას” შემტევი ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე პოლონეთის ექსტრაკლასას (უმაღლესი ლიგა) მე-19 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ამის შესახებ polskieradio.pl-ი იუწყება.

განვლილ ტურში, “იაგიელონიამ” თავის მოედანზე ზაბჟეს “გურნიკი” 1:0 დაამარცხა, ხოლო ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე 75 წუთი დაჰყო და საგოლე პასი გააკეთა.

მიმდინარე სეზონში, 22 წლის ძალამიძემ ექსტრაკლასაში 18 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

პოლონეთში ჩემპიონატის პირველი ეტაპი დასრულდა და მომავალი წლის თებერვალში განახლდება.

0.109712