დაძაბულად წარიმართა მეშვიდე ტურის შეხვედრები ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს თასის გათამაშებაზე.
ლიდერთა ოთხეული ერთმანეთს დაუპირისპირდა. პირველ დაფაზე მოთამაშე ჯოჯუა-ფაციას წყვილი დაზავდა, ხოლო მეორე დაფაზე მოასპარეზე ყუფარაძემ შარშანდელი თასის გამარჯვებული ნინო ხურციძე დაამარცხა და ერთპიროვნულად დაწინაურდა.
ამრიგად, შეჯიბრს 7 ტურის შემდეგ 6 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს საერთაშორისო ოსტატი გიგა ყუფარაძე. ნახევარი ქულით ნაკლები აქვთ: დავით ჯოჯუას, ზვიად ფაციას, ლუკა პაიჭაძეს და შოთა აზალაძეს.
მომდევნო ტურში ყურადღების ცენტრში ლიდერთა პარტიები იქნება: ფაცია – ყუფარაძე, აზალაძე – ჯოჯუა და პაიჭაძე – შანავა.