ფეხბურთი

1:34 | 15.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

კვიპროსში ქართველები იგებენ

კვიპროსის ჩემპიონატში რამდენიმე ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა. “ანორთოსისმა” შინ “ომონიასთან” 2:1 მოიგო. მასპინძელთა შორის სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა გიორგი აბურჯანია, რომელმაც მოედანი 84-ე წუთზე დატოვა. სტუმართა რიგებში 75-ე წუთზე გერასიმოს ფილაკტუს ნაცვლად შოთა გრიგალაშვილი ჩაერთო თამაშში.

სტუმრად “ნეა სალამისი” დაამარცხა კვიპროსის ჩემპიონატში ახლადგადმოსულმა “ოთელოსმა.” ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მე-18 წუთზე გავიდა, როცა ნიგიერიელმა ონიემამ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. გასულ ტურში მიღებული წითელი ბარათის გამო არ უთამაშია როინ კვასხვაძეს, ლევან ხმალაძემ კი შეხვედრა სრულად ჩაატარა.

პორტუგალიის სეგუნდა ლიგაში მორიგი ტურის შეხვედრა გამართა “ფარენსემ.” გიორგი მაკარიძის გუნდმა საკუთარ მოედანზე “კოვილა” დაამარცხა (2:1). ქართველი მეკარე კვლავ ვერ მოხვდა ძირითად შემადგენლობაში და მატჩისთვის თვალის დევნება სათადარიგოთა სკამიდან მოუწია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111271