ფეხბურთი

17:44 | 14.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვარანი: მანჩესტერში გადასვლასთან ახლოს ვიყავი

მადრიდის “რეალის” ფრანგმა მცველმა რაფაელ ვარანმა, Telefoot-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ზინედინ ზიდანმა მის ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა.

“მანჩესტერ იუნაიტედთან” მოლაპარაკებებს დედაჩემის დახმარებით ვმართავდი და შეთანხმებასთან ახლოს ვიყავით, როდესაც ზინედინ ზიდანმა დამირეკა და შემომთავაზა “რეალში” გადასვლა. ის არაფერს არ დამპირებია, მან უბრალოდ დამარწმუნა საკუთარ შესაძლებლობებში, მითხრა რომ უდიდესი პოტენციალი მქონდა, რომლის გამოვლენაც მხოლოდ “რეალში” შემეძლო.”

“მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა “მანჩესტერისადმი”, დღეს რეალში ბედნიერი ვარ და არაფერს არ ვნანობ. დღითიდღე ვცდილობ უფრო დავხვეწო და გავაუმჯობესო თამაში”. – განაცხადა ვარანმა

21 წლის ვარანი მადრიდულ კლუბს 2011 წლის ზაფხულში, ფრანგული “ლანსიდან” შეუერთდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114802