ჭადრაკი

15:24 | 14.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

სათავეში ისევ დუეტია

თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს თასის გათამაშებზე ლიდერობას ინარჩუნებენ დავით ჯოჯუა (2583) და გიგა ყუფარაძე (2465).

მე-5 ტურში მათ ყაიმი გააფორმეს და 4.5-4.5 ქულა დააგროვეს. ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვეს და III-VII ადგილებს ინაწილებენ: თამაზ მგელაძე (2354), ლუკა პაიჭაძე (2561), ნინო ხურციძე (2451), კონსტანტინე შანავა (2536) და ზვიად ფაცია (2095).

მე-6 ტურში პაიჭაძე ჯოჯუას ეთამაშება, ყუფარაძე – მგელაძეს, ხურციძე – შანავა, მიქაძე – ფაციას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თასის გათამაშება 9 ტურად მიმდინარეობს, ტურნირის საპრიზო ფონდი კი 12 ათასი ლარია, საიდანაც ვაჟებში საუკეთესო 2500 ლარს მიიღებს, ხოლო ქალებში ჩემპიონი – 1 250-ს.

0.112402