ფეხბურთი

15:48 | 13.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ყაზახეთს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მასპინძლობა სურს

ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ადილბეკ ჯაკსიბეკოვმა, რომელიც ასტანის მერია და თანამდებობა ოფიციალურად პარასკევს დატოვა, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ჩატარების თაობაზე ფიფაში განაცხადს შეიტანს.

გარდა ამისა, მისი თქმით, უეფასთან წინასწარი შეთანხმებაა მიღწეული, რომ ევროპის სუპერთასს 2017 წელს ასტანა უმასპინძლებს.

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მასპინძლობა აშშ-ს, კანადასა და მექსიკას სურთ. გარკვეული ხნის წინ, ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა განაცხადა, რომ როტაციის პრინციპიდან გამომდინარე მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი აფრიკაში ან ამერიკაში უნდა ჩატარდეს.

“გამომდინარე იქიდან, რომ არცთუ დიდი ხნის წინ ჩემპიონატი სამხრეთ ამერიკაში ჩატარდა, პრიორიტეტს ჩრდილოეთ ამერიკას მივანიჭებთ” – თქვა ბლატერმა.

0.117985