ფეხბურთი

20:21 | 12.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ლიგისთვის ბრძოლა გრძელდება, მეტოქეები ორშაბათს დაწყვილდებიან

ევროპის ლიგის თასითვის ბრძოლას 17 ქვეყნის 32 გუნდი განაგრძობს. მეთექვსმეტედფინალების კენჭისყრა ორშაბთს, 15 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგის წილისყრის დასრულებისთანავე გაიმართება.

32 გუნდი ორ კალათაში გადანაწილდა. პირველ კალათში 12 ქვეჯგუფის გამარჯვებული და უეფას საკლუბო რეიტინგში უფრო მაღლა მდგომი 4 გუნდი იმ რვიდან, რომლებიც ჩემპიონთა ლიგიდან გადმოერთნენ. ჯგუფის მეორე ადგილოსნები და ჩემპიონთა ლიგიდან გადმოსული დარჩენილი 4 გუნდი კი მეორე კალათში განლაგდა.

მეთექვსმეტედფინალში ერთმანეთს ერთ ჯგუფში მყოფი და ერთი ქვეყნის წარმომადგენლები ვერ შეხვდებიან. ერთმანეთს ვერც რუსული და უკრანული კლუბები შეხვდებიან.

პირველი კალათის გუნდები პირველ მეთექვსმეტეფინალურ შეხვედრებს სტუმრად გამართავენ, ხოლო საპასუხო მატჩებს - საკუთარ მინდორზე.

ევროპის ლიგის პლეი ოფში ყველაზე მეტი, 5 წარმომადგენელი იტალიას ჰყავს.

პირველი კალათა: “მიონხენგლადბახი” (გერმანია), “ბრიუგე” (ბელგია), “ბეშიქთაში” (თურქეთი), “ზალცბურგი” (ავსტრია), “დინამო” (მოსკოვი, რუსეთი), “ინტერი” (იტალია), “ფეიენოორდი” (ჰოლანდია), “ევერტონი” (ინგლისი), “ნაპოლი” (იტალია), “დინამო” (კიევი, უკრაინა), “ფიორენტინა” (იტალია), “ლეგია” (პოლონეთი), “ოლიმპიაკოსი” (საბერძნეთი), “სპორტინგი” (პორტუგალია), “ბილბაო” (ესპანეთი), “ზენიტი” (რუსეთი).

მეორე კალათა: “ვილიარეალი” (ესპანეთი), “ტორინო” (იტალია), “ტოტენჰემი” (ინგლისი), “სელტიკი” (შოტლანდია), პსვ (ჰოლანდია), “დნიპრო” (უკრაინა), “სევილია” (ესპანეთი), “ვოლფსბურგი” (გერმანია), “იანგ ბოიზი” (შვეიცარია), “ოლბორგი” (დანია), “გინგამი” (საფრანგეთი), “ტრაბზონსპორი” (თურქეთი), “ანდერლეხტი” (ბელგია), “აიაქსი” (ჰოლანდია), “ლივერპული” (ინგლისი), “რომა” (იტალია).

ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალების შეხვედრები 2015 წლის 19 და 26 თებერვალს გაიმართება.

ფინალური შეხვედრას 27 მაისს პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123142