ფეხბურთი

13:06 | 11.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ ლუისი: ”მესი საუკეთესოა”

“პარი სერ-ჟერმენის” ბრაზილიელმა მცველმა დავიდ ლუისმა, ოთხშაბათს “ბარსელონასთან” სტუმრად განცდილი მარცხის (1:3) შემდეგ, ”canal+”-ის ჟურნალისტთან საუბარში მატჩი შეაფასა და განაცხადა, რომ ლიონელ მესი მსოფლიოში საუკეთესოა.

“ჩვენ კარგად დავიწყეთ და ვიგებდით კიდევაც, მაგრამ შემდეგ დაგვეწყო შეცდომები, მომენტები ვერ გამოვიყენეთ, რაც მოწინააღმდეგემ არ გვაპატია.

სამწუხაროა, მაგრამ კატალონელებმა უკეთ ითამაშეს. “ბარსელონას” 3 უდიდესი თავდამსხმელი ჰყავს სუარესის, ნეიმარის და მესის სახით. მათგან მესის გამოვარჩევდი. ის ფანტასტიკურია და ვთვლი, რომ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. “ბარსას” რიგებში ასევე მაღალო დონის მწვრთნელი და სხვა კარგი ფეხბურთელები არიან”, - განაცხადა ლუისმა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში,”პსჟ” “ბარსელონასთან” (1:3) დამარცხდა.
ეს მარცხი პარიზელებისთვის მიმდინარე სეზონში პირველი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115942