ფეხბურთი

12:24 | 8.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხამესი კოლუმბიაში საუკეთესოდ აღიარეს

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" შემტევი ხამეს როდრიგესი კოლუმბიის წლის საუკეთესო ადამიანი გახდა. აღნიშნული ტიტული ხამესს სამმა ყველაზე პრესტიჟულმა გამოცემამ EL Tiempo-მ, EL Espectador-მა და შემანა-მ მიანიჭეს.

ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე ხამეს როდრიგესმა კოლუმბიის ნაკრების რიგებში შესანიშნავი მატჩები ჩაატარა და 6 გატანილი გოლით მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მუნდიალის შემდეგ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში როდრიგესი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერის მონაწილე გახდა. ფეხბურთელი "მონაკოდან" მადრიდის "რეალში" 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. “სამეფო კლუბმა” კი ხამესში გადახდილი თანხის უმეტესი ნაწილი მისი მაისურის გაყიდვებით აინაზღაურა.

მიმდინარე სეზონში კოლუმბიელმა 24 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 9 გოლი და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. როდრიგესი "რეალის" რიგებში მოედნაზე საშუალოდ 74 წუთი თამაშობს.

0.114949