სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

14:24 | 6.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რეალის” წარუმატებელი ტრანსფერები
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

მადრიდის “რეალი” გულშემატკივარს ყოველთვის ძვირადღირებული და ხმაურიანი ტრანსფერებით ანებივრებდა. თუმცა, იყო ბევრი შემთხვევა, როდესაც გარიგება “სამეფო კლუბისთვის” წარუმატებლად დასრულებულა და ფეხბურთელებს იმედები სანახევროდაც ვერ გაუმართლებიათ. დღევანდელ სტატიაში სწორედ “რეალის” ყველაზე წარუმატებელ ტრანსფერებზე ვისაუბრებთ.

ფრედი რინკონი – 1995 წელს კოლუმბიელი მოთამაშე “ბლანკოსში” იტალიური “ნაპოლიდან” გავიდა, თუმცა რბილად რომ ვთქვათ ვერ გაამართლა და ესპანეთში ჩატარებულ ერთ სეზონში მხოლოდ 14 მატჩის ჩატარება მოუწია, საიდანაც ბრაზილიურ “პალმეირასს’ მიაშურა.

ზე რობერტო – 23 წლის ბრაზილიელი მოთამაშე “რეალმა” 1997 წელს “პორტუგესადან” დაიმატა. ტრანსფერი წარუმატებელი აღმოჩნდა და მომდევნო წელს ზე რობერტოს სამშობლოში დაბრუნება მოუწია. ბრაზილიელმა “თეთრების” მაისურით 15 შეხვედრა ჩაატარა.

რობერტ იარნი – 30 წლის ხორვატი მცველი “ბეტისში” წარმატებით ასპარეზობდა, თუმცა ამას ვერ ვიტყვით მადრიდის “რეალზე”, სადაც 1998 წელს გადავიდა იარნი. მან “რეალის” მაისურით 27 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. მის რიგებში მოიგო საკონტინენტო თასი და 1999 წელს “ლას პალმასში” გადავიდა.

ანტონიო ბიზარი –
22 წლის მეკარე “რეალმა” არგენტინული “რასინგიდან” გაიფორმა 1999 წელს. მან თავიდანვე ორი უხეში შეცდომა დაუშვა “ბლანკოსის” რიგებში, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა მის მადრიდულ კარიერაში. ერთი წლის შემდეგ მას “ვალიადოლიდში” გადაბარგება მოუწია. არგენტინელმა “რეალის” კარი მხოლოდ 7-ჯერ დაიცვა.

ელვინ ბალიჩი – 25 წლის ბოსნია-ჰერცოგოვინელი ვინგერი მადრიდში1999 წელს “ფენერბახჩედან” 20 მილიონ ევროდ გადავიდა, რაც იმ დროისთვის ძალიან დიდი თანხა იყო. ხორვატი აშკარად არ აღმოჩნდა ესპანური გრანდის დონე. ბალიჩმა “რეალის” მაისურით 11 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, ხოლო მომდევნო წელს “ფენერბახჩეში” დაბრუნდა იჯარით.

ფლავიო კონსეისაო – 26 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი ესპანეთის დედაქალაქში 2000 წელს “დეპორტივოდან” გადაბარგდა. მასში “ბლანკოსმა” 36 მილიონი ევრო გაიღო. მან “სანტიაგო ბერნაბეუზე” 3 სეზონი ჩაატარა, 45 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. 2003 წელის კი, “დორტმუნდში” გადავიდა იჯარით.

პედრო მუნიტისი – 2000 წელს 25 წლის ფორვარდი “რეალმა” 6.8 მილიონ ევროდ გაიფორმა “რასინგიდან”. ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელის ტრანსფერი წარუმატებელი აღმოჩნდა და 53 ჩატარებულ შეხვედრაში მხოლოდ 4 გოლის გატანა მოახერხა. 2002 წელს მუნიტისი “რასინგში” დაბრუნდა იჯარით.

ჯონათან ვუდგეითი – “ნიუკასლის” მცველი “რეალმა” 2004 წლის აგვისტოში დაიმატა 13.4 მილიონ ფუნტად. ინგლისელმა “სამეფო კლუბის” მაისური 9-ჯერ მოირგო და მომდევნო წელს სამშობლოში დაბრუნდა.

ვალტერ სამუელი – 26 წლის მცველი “რომადან” “რეალში” 2004 წელს გადავიდა 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ. არგენტინელი მცველი ესპანეთში ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურებოდა და ერთ სეზონში იტალიაში დაბრუნება მოუწია. სამუელმა “რეალის” რიგებში 30 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

ტომას გრავესენი – ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ტრანსფერი “რეალის” ისტორიაში. დანიელი ნახევარმცველი “ევერტონში” ძალიან კარგად თამაშობდა და 2005 წლის ზამთარში “რეალში” ამოყო თავი. ინგლისისგან განსხვავებით, ესპანეთი აშკარად არ აღმოჩნდა მისთვის შესაფერისი ადგილი და 2006 წლის აგვისტოში “სელტიკში” გადავიდა სათამაშოდ. დანიელმა ფეხბურთელმა “რეალის” მაისურით 34 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

კარლოს დიოგო –
ასევე ერთ-ერთი ყველაზე გაუმართლებელი ტრანსფერი “ბლანკოსის” მდიდარ ისტორიაში. 22 წლის ბრაზილიელი მადრიდში “რივერ პლეიტიდან” გადავიდა 2005 წელს. ტრანსფერი წარუმატებელი აღმოჩნდა და 13 უგოლო შეხვედრის შემდეგ “სარაგოსაში” გადაბარგდა იჯარით.

ანტონიო კასანო –
24 წლის ფორვარდი “რომაში” შესანიშნავად გამოიყურებოდა და “რეალმა” დიდი ზარ-ზეიმით შეიძინა. ტრანსფერი ძალიან წარუმატებელი აღმოჩნდა და კასანომ იმედები სანახევროდაც ვერ გაამართლა. მან “ბლანკოსის” მაისური 19-ჯერ მოირგო და 2 გოლი გაიტანა. ანტონიო 2007 წელს “სამპდორიაში” გადავიდა იჯარით.

როისტონ დრენტე – 20 წლის ჰოლანდიელში “რეალმა” 14 მილიონი ევრო გადაუხადა “ფეიენოორდს”. მადრიდში ჩატარებულ 3 სეზონში დრენტემ 65 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. 2010 წელს ჰოლანდიელი “ჰერკულესში” გადაბარგდა იჯარით.

ხავიერ სავიოლა – 26 წლის არგენტინელი “რეალში” თავისუფალი აგენტის სტატუსით მოსისხლე მტრის, “ბარსელონას” ბანაკიდან გადაბარგდა. “ბაჭიას” მადრიდში მოღვაწეობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ორი სეზონის მანძილზე 29 შეხვედრა ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და “ბენფიკას” მიაშურა.

ემერსონი – 2006 წელს სერია B-ში დაქვეითებული “იუვენტუსიდან” მადრიდულმა გრანდმა ფაბიო კანავაროსთან ერთად ემერსონიც დაიმატა, თუმცა იტალიელის ტრანსფერისგან განსხვავებით, ბრაზილიელი “რეალისთვის” წარუმატებელი შენაძენი გამოდგა და ერთ სეზონში “მილანში” სათამაშოდ გადავიდა. ბრაზილიელმა ნახევარმცველმა “თეთრების” მაისური 28-ჯერ მოიგო და 1 გოლი გაიტანა.

რობინიო – სიაში მოხვდა ბრაზილიელი შემტევიც, რომელიც “რეალში” 2005 წელს “სანტოსიდან” 24 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ნამდვილად შეიძლება იმის თქმა, რომ წინა მოთამაშეებისგან განსხვავებით, რობინიომ “რეალში” თავისი კვალი დატოვა და დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემები რომ არა, მეტის გაკეთებაც ნამდვილად შეეძლო. რაღაც პერიოდის მანძილზე ბრაზილიელი შესანიშნავად ასპარეზობდა “რეალში” და კლუბის ერთ-ერთ ლიდერადაც ითვლებოდა. რობინიოს მადრიდში სიტუაცია ბოლოს აერია და 3 სეზონის შემდეგ “მანჩესტერ სიტის” მიაშურა 42 მილიონ ევროდ. რობინიომ “რეალის” რიგებში 135 შეხვედრა ჩაატარა და 35-ჯერ გამოიჩინა თავი.

ჟულიან ფობერი – შეიძლება ითქვას, რომ ამ სიიდან ფობერის ტრანსფერი ყველაზე წარუმატებელია. 25 წლის ფრანგი “რეალმა” “ვესტ ჰემიდან” 2009 წლის ზამთარში ინათხოვრა 1.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ. ფობერს “რეალში” სათადარიგოთა სკამის “ხეხვის” გარდა არაფერი გაუკეთებია და 2 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ “ჩაქუჩებში” მოუწია დაბრუნება.

კაკა – 27 წლის ბრაზილიელი 2009 წელს “რეალში” 65 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა “მილანიდან”. შესანიშნავი იტალიური კარიერისგან განსხვავებით, რიკარდომ მადრიდში თავისი შესაძლებლობები ვერ წარმოაჩინა. 4 სეზონის განმალობაში კაკამ “ბლანკოსის” მაისური 120-ჯერ მოირგო, 29 გოლი გაიტანა და 32-ჯერ გუნდელებს გაატანინა. 2013 წლის ზაფხულში კაკა ‘მილანში” დაბრუნდა.

ჰამიტ ალტინტოპი – 28 წლის თურქი მადრიდულ გრანდს 2011 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მან “რეალის” მაისურით 12 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. მომდევნო სეზონში ის “გალათასარაიში” გადაბარგდა.

პედრო ლეონი – “ხეტაფეში” ჩატარებული წარმატებული სეზონი შემდეგ, 2010 წლის ზაფხულში “რეალმა” ლეონი 10 მილიონ ევროდ ჩაიგდო ხელში. პედროს “რეალის” რიგებში თამაში იშვიათად უწევდა, რაც უდიდესი კონკურენციის დამსახურება იყო: კრიშტიანო რონალდუ, კაკა, მესუთ ოზილი, ანხელ დი მარია და სერხიო კანალესი – ლეონს ამ მოთამაშეებთან ჭიდილი მართებდა, რაც საბოლოოდ მისი “ხეტაფეში” დაბრუნებით დასრულდა. მან “რეალის” რიგებში 14 შეხვედრა ჩაატარა და 2-ჯერ აიღო მეტოქის კარი.

მაიკლ ესიენი –
ჟოზე მოურინიომ ერთ-ერთი საყვარელი შეგირდი 2012 წლის ზაფხულში ინათხოვრა “ჩელსიდან”, თუმცა განელი ძველებურად საიმედო აღარ იყო და აშკარად ეტყობოდა ბევრი სერიოზული ტრავმის კვალი. ესიენი “რეალში” ძირითადად ცვლილებებზე ან შედარებით უმნიშვნელო შეხვედრებში გამოდიოდა მინდორზე. მან “ბლანკოსში” ჩატარებულ ერთ სეზონში 34 შეხვედრის ჩატარება და 2 გოლის გატანა მოასწრო, საიდანაც “მილანში” გადაბარგდა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.113678
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X