სხვა

23:18 | 5.12.2014 | ნანახია 1018 - ჯერ

მინისტრი პარაოლიმპიური კომიტეტის მეგობართა კლუბის შეხვედრას დაესწრო

4 დეკემბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის მეგობართა კლუბის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. შეხვედრას მოწვეულ სტუმრებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლევან ყიფიანი მოადგილე თამაზ თევზაძესთან და სპორტის დეპარტამენტის უფროს ირაკლი დოლაბერიძესთან ერთად დაესწრო. მინისტრმა დასწრეთ სიტყვით მიმართა და პარასპორტსმენებს წარმატება უსურვა.

პარაოლიმპიურმა კომიტეტმა მსგავსი ტიპის შეხვედრა კომპანია „ბი პი“-ს დახმარებით უკვე მეორედ ჩაატარა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ სახელმწიფოს, ბიზნეს სექტორის და მედიის წარმომადგენლები. ასევე სპორტის დამსახურებული მოღვაწეები და ოლიმპიური ჩემპიონები.

კლუბის პრეზენტაციაზე საუბარი იყო საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებსა თუ ტურნირებზე, ასევე პარალიმპელ სპორტსმენთა შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე.

პარაოლიმპიური მოძრაობის შესახებ:

პარაოლიმპიურ მოძრაობას საფუძველი დიდ ბრიტანეთში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩაეყარა და სპინალური დაზიანების მქონე ვეტერანთა სოციალურ რეაბილიტაციას ისახავდა მიზნად. პირველი პარაოლიმპიური თამაშები რომში 1960 წელს გაიმართა, ხოლო 1988 წლიდან ის ოთხ წელიწადში ერთხელ ოლიმპიურ წელს იგივე ქალაქებში და სპორტულ არენებზე ტარდება, სადაც ოლიმპიური თამაშები. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის ლონდონის პარაოლიმპიურ თამაშებზე 20 სპორტულ სახეობებში მონაწილეობა 164 ქვეყანამ და 4237 ათლეტმა მიიღო. დამყარდა 251 მსოფლიო რეკორდი. გაიყიდა 2 მილიონზე მეტი ბილეთი.

საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის შესახებ:

საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპორტს საფუძველი 90-იანი წლების დასაწყისიდან ჩაეყარა, თუმცა საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტი (სეპკ) 2003 წელს დაარსდა. პირველად პარაოლიმპიადაზე საქართველომ 2008 წელს პეკინში იასპარეზა. სეპკი ზრუნავს საქართველოში პარაოლიმპიური მოძრაობისა და შშმ პირთა სპორტის განვითარებაზე. ამჟამად, რიო დე ჟანეიროს 2016 პარაოლიმპიური თამაშებისთვის ამზადებს სპორტსმენებს სპორტის შემდეგ სახეობებში: ცურვა, ფარიკაობა, წოლჭიმი, მშვილდოსნობა, სპორტული ცეკვა, სროლა, მოჯდომარე ფრენბურთი, კანოე და უსინათლოთა ფეხბურთი. 2012 წელს საქართველო გახდა სეპკ-ის ოფიციალური პარტნიორი და ხელი შეუწყო პარასპორტსმენების მონაწილეობას ლონდონის პარაოლიმპიურ თამაშებზე. ამჟამად BP საქართველო პარაოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური პარტნიორია და მხარს უჭერს კომიტეტის განვითარებას და პარასპორტსმენების წარმატებით ასპარეზობას რიოს 2016 წლის პარაოლიმპიურ თამაშებზე.

2013 წელს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, რომლის ფარგლებშიც ISAF-ის მისიაში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები ჩაერთვებიან პარაოლიმპიურ მოძრაობაში და საქართველოს სახელით მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ტუნირებში.

www.msy.gov.ge

Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.073866