ფეხბურთი

4:30 | 5.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვალენსიელებმა იმარჯვეს, ბასკები ფრეს დასჯერდნენ

გუშინ ესპანეთის სამეფო თასის 1/16 ფინალური ეტაპის სამი შეხვედრა გაიმართა. “რაიო ვალეკანომ” შინ “ვალენსია” მიიღო და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

“ღამურების” მთავარმა მწვრთნელმა, ნუნუ ესპირიტო სანტომ რამდენიმე ფეხბურთელს დასვენების საშუალება მისცა, თუმცა განაცხადში მაინც ვერ მოხვდა პორტუგალიელი მცველი, ჟოაო პერეირა, რომელიც მიმდინარე სეზონში ერთხელაც არ გასულა სათამაშოდ. ნუნუს თქმით, მას პერეირაზე უკეთესი მცველები ჰყავს და თანამემამულეს კლუბის დატოვება მოუწევს.

რაც შეეხება შეხვედრას, მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და აშკარად აღემატებოდნენ მეტოქეს. ერთ ეპიზოდში მანუჩოს შეეძლო გატანა, მაგრამ იოელმა აჯობა. მადრიდელებმა გოლი მაინც გაიტანეს, მათ მიერ ჩამოწოდებულ კუთხურს ლუკას ორბანის უხეში შეცდომა მოჰყვა, რითაც ალექს მორენომ ისარგებლა და 37-ე წუთზე ანგარიში გახსნა.

“ღამურებმა” მეორე ნახევარიც დუნედ დაიწყეს და ბევრი არაფერი გამოსდიოდათ. “ფუტკრებს” კი, ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ, მაგრამ იოელი ისევ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. “ლოს ჩემ” თამაში 65-ე წუთიდან დაიწყო, რაც საკმარისი აღმოჩნდა. დე პაულის აქტიურობის შემდეგ გოლის გატანა ალკასერს შეეძლო, მაგრამ მიზანს ააცილა. პაკომ მალევე მაინც მოახერხა ანგარიშის გათანაბრება და რამდენიმე მატჩიანი მშრალი სერია შეწყვიტა. უნდა ითქვას, რომ გოლი მთლიანად მასპინძელთა მეკარის, კობენიოს სინდისზეა, რომელმაც უხეში შეცდომა დაუშვა და მეტოქეს ცარიელ კარში გაატანინა. 85-ე წუთზე კი, როდრიგო დე პაულმა მშვენივრად ითამაშა და შორეულ კუთხეში ზუსტი დარტყმულით დაამწუხრა კობენიო – 1:2.

მოიგო მეორე ვალენსიურმა კლუბმაც, რომელმაც ქვედალიგელი “კადისი” გასვლაზე დაამარცხა. მარსელინიო ტორალის შეგირდებმა პირველ ნახევარში მორენოსა და ლეივას გოლებით დაამარცხეს მეტოქე, თუმცა მეორე ტაიმში ბევრად გაუჭირდათ. 47-ე წუთზე არეგიმ ერთი ბურთი გაქვითა, რასაც სტუმართა მარცხენა მცველის, მარინის გაძევება დაემატა. მასპინძლები ყველანაირად შეეცადნენ, რომ საპარიო ფრისთვის მიეღწიათ, თუმცა მომენტები ვერ გამოიყენეს და ანგარიში აღარ შეცვლილა – 1:2.

ვალენსიელთა განსხვავებით, ვერ იმარჯვა ბასკურმა “სოსიედადმა”, რომელიც ასტურიას ეწვია “ოვიედოსთან” სათამაშოდ. გადახალისებული შემადგენლობით მყოფი “ჩური ურდინი” უპირატესობას მთელი მატჩის განმალობაში ფლობდა, თუმცა ეს გატანილ გოლში არ ასახულა – 0:0

კადისი – ვილიარეალი 1:2 (0:2)


კადისი, “ესტადიო რამონ კარანზა”

ვილირეალი (4-2-3-1): ხ.კარლოსი, პუერტო, დორადო, მარინი, რუკავინა, ჯონათან დო სანტოსი (ტრიგეირაში 57), პინა, გ.მორენო (უჩე 69), ლეივა, ესპინოსა, ნარანხო (ხ.კოსტა 63).
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი

გოლები: 0:1 გ.მორენო (17), 0:2 ლეივა (21), 1:2 არეგი (47).
გაფრთხილებები: ხოსეტე, აირამი, არეგი, ტ.სანჩესი – პუერტო
გაძევება: მარინი 58.
მსაჯი: იგლესიას ვილანუევა

ოვიედო – სოსიედადი 0:0

ოვიედო, “ესტადიო ნუევო კარლოს ტარტიერე”

სოსიედადი (4-2-3-1): რული, გორკა (კალენსი 46), ანსოტეგი, ბერჩიჩი, ზალდუა (ესტრადა 90), გაზტანაგა, ზურუტუზა (ოიარზუნი 67), კასტრო, ჰერვასი, პარდო, ფინბოგასონი.
მწვრთნელი: დევიდ მოიესი

გაფრთხილებები: სერვერო, ბორხა, ო.მარტინესი – პარდო, ფინბოგასონი, ანსოტეგი
მსაჯი: ტეიშეირა ვიტიენესი

რაიო ვალეკანო – ვალენსია 1:2 (1:0)

მადრიდი, “ესტადიო ვალეკასი”

რაიო ვალეკანო (4-2-3-1): კობენიო, მორსილიო, ზე კასტრო (ამაია 46), ტიტო, ნაჩო, ჟოზაბედი, ა.მორენო, პოზუელო (ხ.პერეირა 77), ლიკა (ემბარბა 68), ა.მორენო, მანუჩო.
მწვრთნელი: პაკო ხემესი

ვალენსია (4-3-3): იოელი, ოტამენდი, მუსტაფი, ორბანი, კანსელო, ფუეგო, ფელიპე, დე პაული (იბანიესი 87), ხილი (გომეში 78), პიატი, ალკასერი (ნეგრედო 81).
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო

გოლები: 1:0 ა.მორენო (37), 1:1 ალკასერი (71), 1:2 დე პაული (85).
გაფრთხილებები: პოზუელო, ლიკა – ფელიპე, იოელი, დე პაული, კანსელო
მსაჯი: მარიო მელერო ლოპესი

სტატისტიკა
0.393678