ფეხბურთი

19:12 | 4.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ნაპოლიმ” ინსინიეს შემცვლელს მიაგნო

23 წლის თავდამსხმელის მანოლო გაბიადინის იანვარში ნეაპოლში გადასვლასთან დაკავშირებით “ნაპოლიმ” გენუის “სამპდორიასთან” წინასწარ შეთანხმებას მიაღწია. გაბიადინის ყიდვა აურელიო დე ლაურენტისს 13 მილიონი ევრო დაუჯდება, ხოლო ფეხბურთელი კონტრაქტს 2019 წლამდე გააფორმებს, წლიური ანაზღაურების სახით 1.6 მილიონ ევროს და პლუს ბონუსებს მიიღებს.

ახლახან მძიმედ დაშავებული ლორენცო ინსინიეს შემცვლელს “ნაპოლი” გამალებით ეძებდა და გაბიადინის ტრანსფერიც სწორედ ამასთან უნდა დავაკავშიროთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114298