ფეხბურთი

11:34 | 4.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნალდო გერმანიის მოქალაქე გახდა

“ვოლფსბურგის” ბრაზილიელი მცველი ნალდო გერმანიის სრულფასოვანი მოქალაქე გახდა. Sport1.de-ს ცნობით, ვოლფსბურგში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომლის დროსაც 32 წლის ფეხბურთელმა ქალაქის მერ კლაუს მორასგან სპეციალური სერტიფიკატი მიიღო, რომელიც ნალდოს “წმინდა გერმანელობას” ადასტურებს.

ამისათვის მცველს სპეციალური ტესტის ჩაბარება დაჭირდა, რომელიც გერმანიასთან დაკავშირებული 33 კითხვისგან შედგებოდა. მასთან ერთად ქვეყნის მოქალაქეობა მისი ცოლმა და შვილებმაც მიიღეს.

“ჩემთვის ეს უდიდესი პატივია. გერმანიაში თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. შვილი ყოველდღე მეკითხებოდა, როდის გავხდებოდით გერმანელები და ახლა ეს ოცნება ყველას ერთად აგვიხდა”, - განაცხადა ცერემონიალის მსვლელობისას ახალგამომცხვარმა გერმანელმა.

აღსანიშნავია, რომ ნალდო გერმანიის ნაკრებში ვერ ითამაშებს, რადგან ადრე მას ბრაზილიის ეროვნულ გუნდში 2007-2009 წლებში 4 თამაში აქვს ჩატარებული. ბრაზილიელი გერმანიაში 2005 წლიდან ცხოვრობს და 2012 წლამდე ბრემენის “ვერდერის” ღირსებას იცავდა, რის შემდეგაც “ვოლფსბურგში” გადავიდა.

ზურა ქსოვრელი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120516