ფეხბურთი

12:25 | 3.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

U 17: საქართველო, უნგრეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები მე-4 ჯგუფში უნგრეთთან, რუმინეთთან და სლოვაკეთთან ერთად მოხვდა. ჯგუფის მასპინძელის ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.

კენჭისყრა 3 დეკემბერს შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას შტაბ-ბინაში გაიმართა. პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდები 13 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი, ჯგუფიდან ელიტ რაუნდში პირველ-მეორე ადგილოსნებთან ერთად 5 საუკეთესო მესამეადგილოსანი გადის. გერმანიის ნაკრები, როგორც ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე, პირდაპირ ელიტ რაუნდშია დაშვებული.

2016 წელს ევროპირველობის ფინალური ეტაპი, რომელშიც 16 გუნდი ითამაშებს, აზერბაიჯანში გაიმართება.

0.14802