ფეხბურთი

4:05 | 3.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხესე გოლით დაბრუნდა

გუშინ ესპანეთის თასის 1/16 ფინალის 5 შეხვედრა გაიმართა. მადრიდის “რეალი” განმეორებით შეხვედრას ატარებდა “კორნელიასთან” (მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამო), ხოლო დანარჩენი 4 შეხვედრა პირველი წრის იყო.

როგორც მოსალოდნელი იყო, მადრიდელებმა გადახალისებული შემადგენლობა გაიყვანეს მოედანზე, სადანაც გამოსარჩევი იყო ძირითადში პაჩეკოსა და მედრანის მოხვედრა. პირველი რეალური შანსი სტუმრებს შეექმნათ, მე-14 წუთზე სტუმრებმა პენალტი მოიპოვეს, მაგრამ დაზარალებულმა ბუნიქეტმა მისი გუნდისთვის ისტორიული გოლი ვერ გაიტანა “სანტიაგო ბერნაბეუზე”. ამის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა პირველი ტაიმში ხამეს როდრიგესმა დუბლის შესრულება მოასწრო, ხოლო ერთი გოლი ისკომ გაიტანა.

ცუდად დაიწყო მეორე ტაიმი მასპინძელთათვის, რადგან ერთ-ერთ ორთაბრძოლაში სამი ხედირა დაშავდა და შესაცვლელი შეიქნა. გერმანელის ნაცვლად მოედანზე ხესე როდრიგესი გამოჩნდა, რომელსაც მარტის შემდეგ არ ჰქონდა ნათამაშები. ახალგაზრდა მოთამაშის დაბრუნებას ოვაციებით შეხვდა მთელი “სანტიაგო ბერნაბეუ”. ხესეს შემოსვლიდან 5წუთში “ბლანკოსმა” მეოთხე გოლი გაიტანა, ჩიჩარიტოს დარტყმული ხარიხას მოხვდა, ხოლო გამოვარდნიი ბურთი სტუმართა მცველს, ბორხა ლოპესს და ისე აღმოჩნდა მათ კარში. მეხუთე ბურთი კი, სწორედ ხესე როდრიგესმა გაიტანა, რომელმაც ისკოს პასი შეირგო და დაბრუნება გოლით აღნიშნა – 5:0.

ქვედალიგელ “ალკოიანოსთან” დამარცხებას ბოლო წუთზე გადაურჩა “ბილბაო”, რომელიც ფერონის გოლით დიდხანს მარცხდებოდა. ბასკებს ვიგუერამ უშველა, რომელმაც 90-ე წუთზე გაათანაბრა - 1:1.

“ესპანიოლი” ვიტორიას ეწვია და სტუანის დუბლით დაამარცხა “ალავესი”. “ლას პალმასმა” ვიგოს "სელტას” მოუგო 2:1, ხოლო “ვალიადოლიდმა” და “ელჩემ” ნულოვანი ფრე გააგორეს.

რეალი – კორნელია 5:0 (3:0)


მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

რეალი (4-3-3): პაჩეკო, ვარანე (ლორენტე 46), ნაჩო, არბელოა, კოენტრაო, ხედირა (ხესე 55), მედრანი, ილარამენდი, ისკო, როდრიგესი (ხიმენესი 64), ერნანდესი.
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლები: 1:0;3:0 როდრიგესი (16;33), 2:0 ისკო (32), 4:0 ბ.ლოპესი (60 ს.კ.), 5:0 ხესე (77).
გაფრთხილებები: ილარამენდი, ხიმენესი
მსაჯი: გონსალეს გონსალესი

მე-14 წუთზე ბონიქეტმა პენალტი ვერ გაიტანა

ალკოიანო – ბილბაო 1:1 (1:0)

ალიკანტე, “ელ კოლაო”

ბილბაო (4-2-3-1): ჰერერინი, გურპეგი (ბუსტინზა 54), ლაპორტე, ირაოლა, აუტენეჩე, მორანი (ბენიატი 62), მ.რიკო, აკეჩე (ადურისი 63), იბაი, სუსაეტა, ვიგუერა.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გოლები: 1:0 ფერონი (32), 1:1 ვიგუერა (90).
გაფრთხილებები: ბენიატი
მსაჯი: პრიეტო იგლესიასი

ალავესი – ესპანიოლი 0:2 (0:1)

ვიტორია, “მენდიზოროზა”

ესპანიოლი (4-2-3-1): პაუ, ჰ.მორენო (ალვარო 73), ვ.ალვარესი, კლერკი (ლუკე 61), ხ.ლოპესი, ალექსი (ხორდანი 68), რ.როდრიგესი, ა.გონსალესი, ლანზაროტე, სტუანი, კაისედო.
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი

გოლები:
სტუანი 36;90
გაფრთხილებები: ალექსი
მსაჯი: უნდიანო მალენკო

ლას პალმასი – სელტა 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ერნანი (23), 2:0 მ.სილვა (79) 2:1 პინა (83 პენ.).

69-ე წუთზე ერნანმა პენალტი ვერ გაიტანა

ვალიადოლიდი - ელჩე 0:0

Loading...
სტატისტიკა
0.25875