ფეხბურთი

17:13 | 2.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი: “ანრი “არსენალში” დაბრუნდება”

“საუთჰემპტონთან” შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ტიერი ანრის შესახებ ისაუბრა.

“ვფიქრობ, ერთ დღეს ანრი “არსენალში” დაბრუნდება. არ ვიცი, რა ამპლუაში მოუწევს მუშაობა, მაგრამ მისი ცოდნა და გამოცდილება დიდად წაგვადგება. ანრი 17 წლის იყო, როცა გავიცანი. მას შემდეგ 20 წელიწადი გავიდა. განვლილი საფეხბურთო კარიერის შემდეგ ტიერის დიდი ავტორიტეტი ლოგიკურია. ანრი იმსახურებს უდიდეს პატივისცემას. მას ფეხბურთზე კონცენტრირების საოცარი უნარი აქვს. ვფიქრობ, ანრი “არსენალში” ფეხბურთელის სტატუსით დაბრუნებას არ გეგმავს. ჩემი აზრით, მისი ფიქრი “არსენალის” ერთ-ერთი ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობას უნდა ეხებოდეს”, - განაცხადა ვენგერმა.

ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია ანრის “არსენალში” დაბრუნების შესახებ. ვეტერანი ფრანგი ფორვარდი “რედ ბულზის” მაისურით აღარ ითამაშებს, ვინაიდან 30 ნოემბერს კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდა. ამ ფაქტის შემდეგ ანრის “არსენალში” დაბრუნების შესახებ ჟურნალისტების ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა.

0.119382