სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

16:38 | 2.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთელები გისოსებს მიღმა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

რუსულმა ინტერნეტპორტალმა championat.com-მა სტატია იმ ფეხბურთელებზე მოამზადა, რომელთაც სხვადასხვა შემთხვევების გამო გარკვეული პერიოდი ციხეში გაუტარებიათ. ჩამონათვალში საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილი ფორვარდი გიორგი დემეტრაძეც მოხვდა.

გიორგი დემეტრაძე

ფეხბურთელობისას გიორგი დემეტრაძე შედეგიანი თავდამსხმელი იყო და რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. კარიერის დასრულების შემდეგ კი, ქართველი სამართალდამცავების ხელში მოხვდა. 2010 წლის ზაფხულში გიორგი როგორც იატაქვეშა ტოტალიზატორის მომწყობი და კრიმინალური სამყაროს წევრი დააკავეს. მას ექვსი წელი მიუსაჯეს, მაგრამ “ალანიას” ექსფორვარდი ციხიდან ორწელიწადნახევარში გამოვიდა

ბრანდაო

ბრანდაოს სასჯელი ძალიან იშვიათია, რომელიც პროფესიულ ფეხბურთში მოთამაშეს უშუალოდ სტადიონზე ჩადენილი საქციელისთვის მიუღია. აგვისტოში პსჟ-“ბასტიას” მატჩის შესვენების დროს, ბრაზილიელმა ანგარიშის გასწორება პარიზელთა ნახევარმცველ ტიაგო მოტასთან გადაწყვიტა. ბრანდაო ქუჩის ხულიგანივით მოიქცა. ის სტადიონის ქვეს მდებარე შენობაში თავის მსხვერპლს დაელოდა და მოტას თავი სახეში ჩაარტყა, ხოლო შემდეგ “ბასტიას” გასახდელისკენ გაიქცა. მომხდარის შემდეგ, “ბასტიამ” ბრანდაოზე უარი თქვა, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ კი, ნახევარწლიანი დისკვალიფიკაცია მისცა. პარიზის სასამართლომ დისკვალიფიკაციას გისოსებს მიღმა გასატარებელი ერთთვიანი სასჯელი დაამატა.

ედუარდ სტრელცოვი

ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელმაც საბჭოთა ფეხბურთის ისტორია იცის, ცნობილია, რაც შეემთხვა მოსკოვის “ტორპედოს” თავდამსხმელ ედუარდ სტრელცოვს. თუმცა გაურკვეველია, რატომ ჩასვეს ციხეში უნიჭიერესი ფორვარდი. 1958 წელს, მარინა ლებედევამ სასამართლოს მიმართა, თითქოს ედუარდ სტრელცოვმა ის გააუპატიურა. ამ საქმის ირგვლივ დიდი კითხვები არსებობს. თუმცა, ზემოდან სტრელცოვის დასჯას ითხოვდნენ. შვედეთში მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრების მაგივრად, მას გამომძიებლების კითხვებზე პასუხების გაცემა უწევდა. სტრელცოვს თავისუფლების 12 წლით აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა 1963 წელს ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

იური სევიდოვი

23 წლის ასაკში თავისუფლება კიდევ ერთ საბჭოთა ფეხბურთელს იური სევიდოვს აღუკვეთეს. მან ავტომანქანით ცნობილი აკადემიკოსი დმიტრი რიაბჩიკოვი “გაიტანა”. აკადემიკოსი საავადმყოფოში გარდაიცვალა, მაგრამ არა ავტოკატასტროფის, არამედ, გამოუცდელი ექიმის მიერ გაკეთებული ნარკოზის გამო. თუმცა, ყველაფერში სევიდოვი დაადანაშაულეს, რომელიც 10 წელი მიუსაჯეს და სპორტის ოსტატის წოდება ჩამოართვეს. დაკავებიდან 4 წლის შემდეგ ის გაათავისუფლეს.

ჯორჯ ბესტი

თავის გვარს “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარული თავდამსხმელი სრულად ამართლებდა, ვინაიდან საუკეთესო იყო როგორც მოედანზე, ასევე, მის გარეთ სკანდალებში. კარიერის მიწურულს ის გისოსებს მიღმაც მოხვდა. ამის მიზეზი არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვა და შემდეგ პოლიციელზე თავდასხმა გახდა. ბესტი 3 თვე იჯდა ლონდონის ციხე “პენტოვილში”, სადაც 1984 წლის შობას შეხვდა და ხსენებული დაწესებულების საფეხბურთო გუნდში თამაშიც მოასწრო.

ტონი ადამსი

“არსენალის” ექსკაპიტანი ოდესღაც ლოთობისადმი მიდრეკილებით გამოირჩეოდა. თავის დროზე, ალკოჰოლიზმისგან განიკურნა, მაგრამ საფეხბურთო კარიერის დასაწყისში ხშირად სვამდა და ამიტომ, სხვადასხვა ისტორიებში ეხვეოდა. 1991 წელს, ის ავტომანქანის საჭეს არაფხიზელ მდგომარეობაში მიუჯდა და ავტოავარიაში მოხვდა. მართალია, არავინ დაშავებულია, მაგრამ 4 თვით ციხეში ჩასვეს და ამ პერიოდში გამოსასწორებელი დაწესებულების საფეხბურთო გუნდის მწვრთნელობაც მოასწრო.

ჯო ბარტონი

ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთი “ცუდი ბიჭი” ბრიტანული “ყვითელი” ტაბლოიდების გვერდებზე არაერრთხელ მოხვედრილა. “მანჩესტერ სიტიში” თამაშის დროს, თანაკლუბელის სახეზე სიგარეტი ჩაუქრია, თანაგუნდელებთან უჩხუბია, “სულელური” წითელი ბარათები მიუღია. 2007 წლის მიწურულს, როდესაც “ნიუკასლში” გამოდიოდა, ლივერპულის “მაკდონალდსში” მთვრალმა დებოში მოაწყო. თავის ძმასთან და საერთი ნაცნობ გოგოსთან ერთად, “მაკდონალდსის” სტუმრებს ეჩხუბა. საბოლოოდ, ერთ-ერთმა მამაკაცმა სახეში არაერთი დარტყმისგან გონი დაკარგა, ხოლო ერთ-ერთი მოზარდი რამდენიმე კბილის გარეშე დარჩა. 2008 წლის მაისში ბარტონს ნახევარი წლის ციხეში გატარება მიუსაჯეს, მაგრამ მან დაწესებულება 77 დღეში დატოვა.

რენე იგიტა

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების მეკარე 1993 წელს დააპატიმრეს, რადგან ადამიანის გატაცება დააბრალეს. არადა, ის ამტკიცებდა, რომ მხოლოდ შუამავალი იყო, რათა გატაცებული გარკვეული თანხის სანაცვლოდ გაეთავისუფლებინათ. მან ბოგოტას ციხეში ნახევარი წელიწადი გაატარა და სასჯელს უკანანონოდ მიიჩნევდა. იგიტამ ყურადღების მისაქცევად და სასჯელის შესამცირებლად იშიმშილა კიდეც, მაგრამ ამან არ უშველა.

დანკან ფერგიუსონი

დანკან ფერგიუსონი, რომლის ბიძაც სახელგანთქმული სერ ალექს ფერგიუსონია, სკანდალში 1994 წელს გაეხვა, რამდენიმე თვით ადრე ვიდრე “გლაზგო რეინჯერსიდან” “ევერტონში” გადავიდოდა. ერთ-ერთ მატჩში მან მეტოქეს სახეში თავი ჩაარტყა და წითელი ბარათი მიიღო, თან 44 დღით ციხეში ჩასვეს. სასჯელის მოხდის პერიოდში გულშემატკივრები მას მხარდასაჭერ წერილებს უგზავნიდნენ. ერთ-ერთი წერილი მიიღო ბიჭისგან, რომელიც “ევერტონს” ქომაგობდა. ეს ბიჭუნა უეინ რუნი იყო.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.159688
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X