სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

13:07 | 2.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

დაჩი ცნობილაძე: “ყველაფერი ადამიანის ამბიციაზეა დამოკიდებული”       
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ჩვენი უმაღლესი ლიგის კლუბებში ბოლო დროს რამდენიმე საინტერესო სახე გამოჩნდა. გასულ ლიგაში სადებიუტო სეზონის შემდეგ “მეტალურგისთვის” 20 წლის დაჩი ცნობილაძე მნიშვნელოვან მოთამაშედ იქცა.

მასზე ბევრს არ საუბრობენ, თუმცა რაც უთქვამთ ან წამიკითხავს, მხოლოდ დადებითი მახსოვს. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტის ცხოვრება ბურთის თამაშით არ შემოიფარგლება. ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, დაჩი შეხვედრის შემდეგ ლექციებზე წასულა.

ქართველი ფეხბურთელები სწავლას ნაკლებ ან ხშირ შემთხვევებში დროს საერთოდ არ უთმობენ. დაჩი ცნობილაძე ამ მხრივ გამონაკლისია. 20 წლის ბიჭი პატარა ნაბიჯს დგამს იმ სტერეოტიპის რღვევაში, რომელიც პროფესიული საფეხბურთო კარიერის სანაცვლოდ სწავლაზე უარის თქმას გულისხმობს.

ქართველი ქომაგებისთვის სერბეთის 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე გამოჩნდა, თუმცა ცეცაძის ნაკრებში მოხვედრამდე ჟორჟიკაშვილის 17-წლამდე ნაკრებშიც ითამაშა. ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარებულ კარიერას მიმდინარე სეზონში დაჩის წარმატებული მატჩები მოჰყვა. ვარლამ კილასონიას გუნდის მნიშვნელოვანმა ფიგურამ უმაღლესი ლიგის 13 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.

რესპონდენტის შერჩევაში დაჩის შეხედულებები “დამეხმარა.” მან გადაცემა “საფეხბურთო დღიურებში” გამართულად ჩამოაყალიბა სწავლის, შრომისა და სპორტული განვითარების მნიშვნელობა. ვფიქრობ, დაჩისთვის დასმულ საფეხბურთო თუ არასაფეხბურთო კითხვებზე გაცემული პასუხი საინტერესო საკითხავი იქნება.

- ვინაა დაჩი ცნობილაძე მოედანს მიღმა?

- ჩვეულებრივი ადამიანი. არაფრით გამორჩეული სხვებისგან, თამაშობს ფეხბურთს და სწავლობს ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. მაგალითად, დღეს “ვიტ-ჯორჯიასთან” თამაშის შემდეგ ლექციებზე წავედი.

- ბავშვობიდან რა გახსენდება?

- ფეხბურთთან დაკავშირებული პირველი დღე, როცა ჯიქიას ქუჩაზე “ოლიმპის” სკოლაში მივედი. მახსოვს, როგორი გაოცება გამოიწვია ჩემში მაშინდელმა ერთ-ერთმა საუკეთესო საფეხბურთო სკოლამ თავისი ინფრასტრუქტურით.

- არჩევანის შემთხვევაში რომელ უცხოელ მწვრთნელთან იმუშავებდი?

- რა თქმა უნდა ფერგიუსონთან. მისი გასაოცარი პერიოდი “მანჩესტერში” და სერ ალექსის მიერ აღზრდილი ფეხბურთელების გამო.

- “ფერგის” წიგნი ხომ არ წაიკითხე? ქართულ ენაზე გამოვიდა...

- წავიკითხე და მას შემდეგ რაც გავეცანი მისი მუშაობის სტილს და ფეხბურთელებთან ურთიერთობას, მასთან მუშაობის სურვილი გამიორმაგდა.

- მინდორზე საუკეთესო პარტნიორი რომელია?

- ბაჩანა არაბული. 7 წელი გუნდელები ვიყავით ნაკრებსა თუ კლუბში. შესაბამისად უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის.

- ყველაზე უცნაური ადგილი, სადაც ფეხბურთი გითამაშია...

- საკლასო ოთახში გაკვეთილის გაცდენა მხოლოდ იმიტომ გვიხაროდა, რომ ჩუმად შევძლებდით ფეხბურთის თამაშს.

- ყველაზე მაგარი პასი, რომელიც გინახავს...

- გუტის ქუსლით გაკეთებული გენიალური პასი, რომლის შემდეგაც ბენზემამ შეაგდო.

- ბურთის ყველაზე მაგარი ართმევა?

- რაც მახსენდება, გაგეცინება და ჩემი ართმევა ესპანეთთან. მაშინ 17-წლამდე ნაკრებში ვთამაშობდი, ვარდნაში წავართვი ბურთი ერთ-ერთ ესპანელს.

- გახსოვს გვარი?

- მგონი დეულოფეუ იყო, ზუსტად ვერ ვიხსენებ.

- რომელ გოლს გამოარჩევ?

- ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიერ გატანილი გოლი ინგლისის ნაკრების კარში. ასევე უეინ რუნის ბურთი “სიტის” კარში.

- წარმოიდგინე, რომ გოლის გატანის შემთხვევაში გევალება მაისურის გახდა. რა წარწერას გაუკეთებდი შიდა მაისურს?

- ყველაფერი ადამიანის ამბიციაზეა დამოკიდებული.

- ფეხბურთისგან მონიჭებული ყველაზე დიდი სიხარული...

- ბელგიასთან მატჩის საფინალო სასტვენი, როცა ევროპის ჩემპიონატზე მოვხვდით.

- ვინ დაგამასხოვრდა ევროპის ჩემპიონატზე?

- საფრანგეთის მეათე ნომერი რაბიო. ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ვის წინააღმდეგაც მითამაშია. მისი ყოველი მოძრაობა არაორდინალური იყო. ამჟამად რაბიო პსჟ-შია.

- რომელ ცნობილ ფეხბურთელთან გადაიღებდი სამახსოვრო ფოტოს?

- დევიდ ბექჰემთან. ფეხბურთის თამაში სწორედ მისი ასპარეზობის ნახვის შემდეგ დავიწყე.

- წაგებული თამაშის შემდეგ ხასიათის გამოსწორებას როგორ ახერხებ?

- მარტო ვრჩები, მუსიკას ვუსმენ და მომავალ მატჩზე ვფიქრობ.

- ბავშვობაში რაზე ოცნებობდი?

- საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე თამაშზე.

- ამ ეტაპზე რომელი ქვეყნის ჩემპიონატში ისურვებდი კარიერის გაგრძელებას?

- ინგლისის პრემიერლიგაში, რადგან ალბიონელთა ჩემპიონატის სტილი, ქვეყანაში ფეხბურთის სიყვარული და ზოგადად საფეხბურთო გარემო ფეხბურთისგან სრული სიამოვნება მიღების საშუალებას გაძლევს.

- საყვარელი ფილმი?

- Meet joe black.

-საყვარელი მომღერალი...

- ბობ მარლი

- საყვარელი წიგნი...

-დათა თუთაშხია

- ადამიანები, რომლებაც შენს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.

- მამაჩემი და გია ცეცაძე. გიასთან 9 წლიდან ვვარჯიშობდი და საფეხბურთო ცოდნა მან მომცა, ხოლო მამაჩემმა ხელი შემიწყო სპორტული ცხოვრებით მეცხოვრა.

- დაუსვი ერთი კითხვა ფეხბურთის ღმერთს.

-არსებობს კონკრეტული ფორმულა, რომლითაც დამწყები მოთამაშეები დიდ ფეხბურთს ითამაშებენ?

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.118134
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X