ფეხბურთი

12:47 | 2.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ანრის ამერიკული ვოიაჟი დასრულდა

30 ნოემბერს "ნიუ იორკ რედ ბულზის" რიგებში ფრანგმა თავდამსხმელმა ტიერი ანრიმ ("ნიუ ინგლენდის" წინააღმდეგ) ბოლო მატჩი ჩაატარა. აღნიშნული ინფორმაცია ამერიკული კლუბის გენერალურმა მენეჯერმა მარკ დე გრანდპრემ დაადასტურა: "დიდი მადლობა მას ჩვენ გუნდში თამაშისთვის. ფრანგმა დიდი გავლენა იქონია როგორც ჩვენ გუნდზე, ასევე ამერიკული ფეხბურთის ოჯახზე".

ანრის კარიერა ამერიკულ ფეხბურთში ოფიციალურად დასრულდა. ფრანგი "რედ ბულზის" ღირსებას 2010 წლიდან იცავდა და ამ კლუბის მაისურით ჩატარებულ 122 მატჩში 51 გოლი გაიტანა.

37 წლის ფეხბურთელს "ბორდოს" მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ეპატიჟება და აღნიშნავს, რომ თუ ფეხბურთელს კარიერის მშვიდად დასრულება სურს, ფრანგული კლუბი მისთვის საუკეთესო ვარიანტია.

აქვე ცნობილია, რომ ფრანგ ფეხბურთელს ლონდონის "არსენალის" თავკაცი არსენ ვენგერი "მეთოფეთა" სამწვრთნელო შტაბში მუშაობას სთავაზობს.

თეგებიტიერი ანრი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117247