ფეხბურთი

11:13 | 2.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფიფამ წლის საუკეთესო გოლის სამი ნომინანტი დაასახელა

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ფიფამ ფერენც პუშკაშის სახელობის წლის ყველაზე ლამაზი გოლის სამი მაძიებელი დაასახელა. 2014 წლის საუკეთესო გოლის ტიტულისთვის ირლანდიელი ქალბატონი სტეფენ როუჩი ("პეიმოუნთ იუნაიტედი"), კოლუმბიელი ხამეს როდრიგესი (მადრიდის "რეალი") და ჰოლანდიელი რობინ ვან პერსი ("მანჩესტერ იუნაიტედი") იბრძოლებენ.

ირლანდიელმა სუსტი სქესის წარმომადგენელმა შესანიშნავი გოლი გაუტანა "უექსფორდის" ახალგაზრდულ გუნდს. ხამეს როდრიგესის და რობინ ვან პერსის მუნდიალზე გატანილი გოლები, შესაბამისად ურუგვაის და ესპანეთის წინააღმდეგ ყველას კარგად გეხსომებათ.

ფიფა საუკეთესო გოლის ავტორს 2015 წლის 12 იანვარს ციურიხში გასამართ გალა დაჯილდოებაზე დაასახელებს. თქვენ კი კიდევ ერთხელ შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნული სამეულის ლამაზი გოლები.

http://www.youtube.com/watch?v=DeKSmd-hjwo&feature=player_embedded

http://www.youtube.com/watch?v=GESyL3MkgNU&feature=player_embedded

http://www.youtube.com/watch?v=qpBvBRn4juw&feature=player_embedded

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113715