ფეხბურთი

15:17 | 1.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

სუპერთასი 11 დეკემბერს “დინამო არენაზე”

ფეხბურთში საქართველოს სუპერთასის მატჩი 11 დეკემბერს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” გაიმართება.

მომავალ შეხვედრაში საქართველოს 2014 წლის ჩემპიონი და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი თბილისის “დინამო” თასის ფინალისტს საჩხერის “ჩიხურას” დაუპირისპირდება. თამაში 17:00 საათზე დაიწყება.

შარშან, სუპერთასზე ერთმანეთს ასევე “დინამო” და “ჩიხურა” შეხვდნენ, მატჩი საჩხერელებმა 1:0 მოიგეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102321