ჭადრაკი

14:34 | 30.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთაგან საუკეთესონი – ხოტენაშვილი და ბაციაშვილი

ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე პრესტიჟული ტურნირის 4 ტურის თავზე ქულათა მაქსიმუმით ჰოლანდიელი ანიშ გირი (2776) დაწინაურდა, რომელმაც ამჯერად თეთრი ფიგურებით უკრაინელი მიხაილო ოლეკსიენკო (2620) დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების ლიდერმა ბაადურ ჯობავამ (2722) შავებით შვეიცარიელ სებასტიენ ბონერთან (2598) წააგო და 2.0 ქულით 87-ე ადგილამდე დაქვეითდა.

ქართველთაგან საუკეთესო შედეგი ბელა ხოტენაშვილს (2504) და ნინო ბაციაშვილს (2442) გააჩნიათ, რომელთაც შესაბამისად, 33-ე და 34-ე პოზიციები უკავიათ.

ყატარში მოთამაშე სხვა ქართველთა მდგომარეობა ასეთია: 91. ლელა ჯავახიშვილი (2486) – 2.0 ქულა. 96. მიხეილ მჭედლიშვილი (2622) – 2.0; 148. სოფიკო გურამიშვილი (2388) – 0.5.

მე-5 ტურში ქართულ დერბისაც ვიხილავთ: ბაციაშვილი ჯობავას დაუპირისპირდება, ხოტენაშვილის მეტოქე ფრანგი ჰიჩამ ჰამდოუჩი (2616) იქნება, ჯავახიშვილი უკრაინელ იური კუზუბოვს (2661) ეთამაშება, მჭედლიშვილი კი – ჩინელ ქიან ჰუანგს (2464).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113643