ფეხბურთი

12:49 | 30.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხი შესაძლოა “მილანში” გადავიდეს

“ჩელსის” მეკარე პეტრ ჩეხი “მილანის” ინტერესის სფეროში მოხვდა, იუწყება Daily Mirror. ტრანსფერი შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს განხორციელდეს. “მილანი” ჩეხის ყიდვას 7 მილიონ გირვანქა სტერლინგად გეგმავს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, 32 წლის ჩეხი შესაძლოა “არსენალში” გადასულიყო, მაგრამ “მეთოფეების” ხელმძღვანელობამ მეკარის დამატებაზე უარი განაცხადა. ამ სეზონში ჩეხმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. სულ 5 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაუშვა, “ჩელსის” ძირითადი მეკარე კი ბელგიელი ტიბო კურტუა გახდა, რომელიც აქამდე მადრიდის “ატლეტიკოში” იყო განათხოვრებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.098129