ფეხბურთი

18:45 | 29.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” ხორდი ალბას კონტრაქტს უხანგრძლივებს

ესპანური გამოცემა “მუნდო დეპორტივო”-ს ცნობით, კატალონიის “ბარსელონა” მზადაა, გუნდის 25 წლის მცველ ხორდი ალბასთან თანამშრომლობა გააგრძელოს. ალბას კლუბთან ამჟამინდელი კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა “ბლაუგრანას” ხელმძღვანელებს უკვე ახალი ხელშეკრულების გაფორმება სურთ.

ხორდი ალბა “ბარსაში” “ვალენსიადან” 2012 წლის ზაფხულში გადავიდა. მას მერე, მან კატალონიელთა მაისურით ლა ლიგაში 53 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

0.112896