ფეხბურთი

15:44 | 29.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი ტიერი ანრის “ბორდოში” ეპატიჟება

ფრანგული “ბორდოს” მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ფრანგულ მედიასთან საუბრისას თავისი მეგობარი ტიერი ანრი ჟირონდაში სათამაშოდ დაპატიჟა. სანიოლის თქმით, თუ ანრის კარიერის ლამაზად დასრულება სამშობლოში სურს, იგი სიამოვნებით მიიღებს საკუთარ გუნდში.

“თუ ანრის კარიერის მშვიდად დარულება სურს, მე მზად ვარ ის ჩემს გუნდში ვიხილო. აქ ხალხს იგი უყვარს და მისთვის საუკეთესო ადგილია”, – განაცხადა სანიოლმა.

ლეგენდარულ ფრანგ ფეხბურთელს ტიერი ანრის თავის ამჟამინდელ გუნდ “ნიუ-იორკ რედ ბულთან” კონტრაქტი დეკემბერში უმთვარდება და ჯერჯერობით მისი მომავალი გაურკვეველია. ცოტა ხნის წინ “არსენალის” დამრიგებელმა არსენ ვენგერმა ანრის “არსენალის სამწვრთნელო შტაბში შესთავაზა სამსახური.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111914