ფეხბურთი

14:54 | 29.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის თასის ფინალი კვლავ რომში გაიმართება

იტალიის სერია A-ს პრეზიდენტის მაურისიო ბერეტას განცხადებით, მიუხედავად ბევრი სტადიონის ვარიანტისა, იტალიის თასის გათამაშება კვლავ რომში გაიმართება.

2013/14 წლების სეზონის ფინალი "სტადიო ოლიმპიკოზე" "ნაპოლის" და "ფიორენტინას" შორის გაიმართა. აღნიშნულ მატჩს გულშემატკივრებს შორის მომხდარი დაპირისპირების გამო ერთი ქომაგი შეეწირა და მოსალოდნელი გახლდათ, რომ 2014/15 წლების თასის გადამწყვეტი შეხვედრა სხვა რომელიმე სტადიონზე ჩატარდებოდა.

მიმდინარე სეზონის ფინალი რომში 7 ივნისს შედგება.

სტატისტიკა
0.234912